სასწავლო პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება:
ენდემური ჩიყვი
2. პროექტის მთავარიიდეა (თემა):
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები განსაკუთრებით აქტუალურია მთიან რეგიონებში, სადაც საკვებში და სასმელ წყალში ნაკლებია იოდის რაოდენობა.
3.პროექტის აქტუალობა:
მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებების ცოდნა და დანერგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გამოვლინება მოსახლეობაში.
4. პროექტის მიზნები:
ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და სინთეზის, დასკვნის გამოტანის უნარის განვითარება. მოსწავლეები ისწავლიან ზრუნვას საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე და გარემოზე.
5. მონაწილეთა ასაკი:
13-14 წელი
6. ვადები და ხანგრძლივობა:
7.03.17 დან 4.04.17 მდე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება საპრეზენტაციო ფაილები, რომლებსაც განვათავსებთ ბლოგზე. ასევე საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც მივაწოდებთ სკოლის მოსწავლეებს.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
საინფორმაციო წყაროები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი. კითხვარები, კომპიუტერი, ფერადი პრინტერი, ფურცლები
9. პროექტის მსვლელობა:
- კვლევის საგნის განსაზღვრა
- კლასის დაყოფა ჯგუფებად და სესაბამისი დავალებების განაწილება;
- ინფორმაციის მოძიება
- მოსახლეობის გამოკითხვა წინასწარ შედგენილი კითხვარების გამოყენებით;
- მოძიებული ინფორმაციის ანალიზი ჯგუფებში
- ინფორმაციის წარდგენა კლასში;
- საპრეზენტაციო ფაილებისა და საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა
- ინფორმაციის შეჯამება და დასკვნა.
სტანდარტით მისაღწევი შედეგები:
კვლ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის
საგანი და კვლევის ეტაპები. კვლ.VIII.2.
მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
კვლ. VIII.3.
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
კვლ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
საგნანთან კავშირი: ქიმია-- იოდშემცველი ნაერთები
11. პროექტის ხელმძღვანელი ეკა კანდელაკი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა e.kandelaki9@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: ekandelaki.blogspot.com
No comments:
Post a Comment