გაკვეთილის მთავარი
თემა
|
ენდოკრინული სისტემა.
თირკმელზედა ჯირკვალი. ადრენალინი. მისი მოქმედების მექანიზმი
|
პედაგოგი/საგანი
|
ეკა კანდელაკი/
ბიოლოგია
|
კლასი/ საფეხური
|
VIII
კლასი. საბაზო
|
მიზანი
|
მოსწავლემ ახსნას
თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის, ადრენალინის მოქმედების მექანიზმი საკუთარ ორგანიზმზე
ან სხვა ადამიანზე დაკვირვების გზით
|
წინარე ცოდნა
|
ენდოკრინული სისტემის
მოქმედების პრინციპები. ჰორმონები. გულსისხლძარღვთა სისტემის ჰუმორული ნერვული და
ჰუმორული რეგულაცია
|
საკლასო მენეჯმენტი(
მსვლელობა)
|
აქტივობა 1. საშინაო დავალების შედეგების გაცნობა.
5 წუთი
აქტივობა 2.(15
წუთი) გონებრივი იერიში
კლასს ვყოფ ორ
ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ წინასწარ მომზადებულ ფლიპჩარტებს( მასზე იქნბე დატანილი
ასოციაციური რუკის მთავარი ფრაზები), და განვუმარტავ დავალებას. პირველმა ჯგუფმა უნდა
შექმნას ასოციაციური რუკა, სადაც მთავარი ფრაზა იქნება ,, მეზობელმა საყვარელი ძაღლი
მომიკლა“ ( ავუხსნი, რომ ასოციაცია გულისხმობს მხოლოდ სუბიექტურ და ობიექტურ შგრძნებებს,
რაც ამ დროს ხდება მათ ორგანიზმში და არა ქმედებებს), ხოლო მეორე ჯგუფისთვის მთავარი
ფრაზა იქნება ,, ტყეში მარტო დარჩენილი, მგელს გადავეყარე“
ჯგუფში მუშაობის
შედეგების გაცნობის შემდეგ, განვუმართავ მოსწავლეებს, რომ ასეთ რეაქციებს ორგანიზმში
თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონ-- ადრენალინი იწვევს. ის სტრესული სიტუაციების დროს
გამოიყოფა და პასუხს აგებს რეაქციაზე-- გაქცევა თუ ბრძოლა
მისი ფუნქცია
ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაა.
აქტივობა
3.(10 წუთი)
დაფაზე გავაკრავ
ფლიპჩარტს, სადაც იქნება სქემა, რომელიც გვიჩვენებს ადრენალინის მოქმედებას სხვადასხვა
ორგანოზე და ორგანოთა სისტემაზე.
დავურიგებ ყველა
მოსწავლეს კითხვარს
კითხვარი
1.
რატომ ვფითრდებით შიშისგან?
2.
რატომ გვაჟრჟოლებს და გვაკანკალებს შიშისგან?
3.
რატომ გვიჩნდება შგრძნება, რომ შესაძლოა შიშისგან
გული გაგვისკდეს?
4.
რა მნიშვნელობა აქვს თავდაცვისუნარიანობისათვის:
·
კანის სისხლძარღვების შევიწროვებას?
·
გლიკოგენის გლუკოზად გარდაქმნას?
·
გულისცემის გახსირებას?
·
ცხიმების დაშლას?
რამოდენიმე მოსწავლეს
წავაკითხებ პასუხებს. და ვთხოვ არგუმენტირებულად დაასაბუთონ განსხვავებული მოსაზრებები.
აქტივობა 4. დისკუსია
(10 წუთი)
სადისკუსიო კითხვები:
1.
შეიძლება თუ არა სტრესი დადებითმა ფაქტორებმა გამოიწვიოს?
2.
სასარგებლოა თუ არა სტრესი?
3.
რა ადაპტაციური მნიშვნელობა გააჩნია სტრესს?
აქტივობა5.(
5 წუთი)
შეფასება და დავალების
მიცემა
|
შედეგი
|
ბიოლ.VIII.6.
მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების
მნიშვნელობა.
·
მოიპოვებს ინფორმაციას
ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობების (მაგ., კანი, ლორწოვანი გარსები, ღვიძლი, ტემპერატურის მატება,
ფაგოციტები, იმუნიტეტი) შესახებ და გამოთქვამს ვარაუდს მათი დარღვევის
შედეგების შესახებ;
·
საკუთარ თავზე აკვირდება ორგანიზმში განვითარებულ
პროცესებს (მაგ., პულსის აჩქარება-შენელება, სუნთქვის სიხშირის შეცვლა, ოფლიანობა, წნევის მომატება) გარემოს ცვლად პირობებში და მსჯელობს ნერვული და ენდოკრინული სისტემის შეგუებითი მოქმედების შესახებ;
კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
ანალიზი და შეფასება.
|
რესურსები
|
წიგნი, დაფა,
ცარცი, ფლიპჩარტები, მარკერები. წინასწარ გამზადებული სქემა და კითხვარები
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი
და განმავითარებელი
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment